რა ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა?
საქართველოს პირველი არხის მომავალი მისამართი ცნობილია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება და 77, 2 მილიონი ლარი დაჯდება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას
#31
-ში პირველი არხის ახალი შენობის და დამხმარე შენობა-ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 77 232 427 ლარია. ამ ნაგებობის მშენებლობის ზედამხედველობისთვის კი 2 988 868 ლარია გათვალისწინებული. ორივე შემთხვევაში თანხა შეიძლება შეიცვალოს და ტენდერის დასრულებამდე შემცირდეს.
პროექტი კონკურსის შედეგად შეირჩა. განიხილებოდა როგორც პირველი არხის არსებული შენობის რეაბილიტაცია, ასევე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სრულიად ახალი შენობის მშენებლობა.
#თბილისი
#საზოგადოებრივიმაუწყებელი
#1არხი
#პოლიტკოვსკაია
#ახალიშენობა
#tbilisidaily