411 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago

სამოქალაქო აქტივიზმი ქუთაისში.

ქუთაისი თავისი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობით ქვეყნის გულს წარმოადგენს. ამის თავის დროზე ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ჩვენს ქალაქში გადმოტანაც ადასტურებს.

სამოქალაქო აქტივიზმი ქუთაისში სულ რამდენიმე წელია რაც აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დრომდე ჩვენს ქალაქში აღნიშნული საქმიანობა წახალისებული არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე წელია, გამოიკვეთა სასიამოვნო ტენდენცია - ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, არსებული რეალობის მიმართ სავსებით სამართლიანი პროტესტი გაუჩნდათ. ისინი უკვე თამამად ბედავენ უკმაყოფილების გამოხატვას მსვლელობით, მიტინგითა და სხვადასხვა სახის აქტივობებით.

ეს, თავის მხრივ ხელს უწყობს ქუთაისის, როგორც აქტიური და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართული ქალაქის წარმოჩენას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისა და მისი სამომავლო პერსპექტივების წახალისებისთვის.

აქვე შეიძლება ითქვას რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ისეთი სახის პრობლემები, რომლებსაც საზოგადოება მხოლოდ ერთიანი პროტესტით თუ გადაჭრის. აღნიშნულისთვის კი სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

#ქუთაისი #სამოქალაქო #აქტივიზმი #პრობლემები #ახალგაზრდები #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 7 months ago
13
Write a comment
Similar Posts