0
The Washington Times-ის გიორგი გახარიას ინტერვიუს აქვეყნებს. ცნობილი ამერიკული გამოცემა -The Washington Times - მა ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასგან აიღო. სტატიას კი შემდეგი სათაურით აქვეყნებს -„საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პრემიერი სტატიაში აღნიშნავს, რომ რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას, თუმცა სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ნატომ აღნიშნულთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს. გახარია ასევე საუბრობს თურქეთისა და ამერიკის სახელმწიფოების თანადგომაზე და მხარდაჭერაზე, რის გამოც მადლობას უხდის მათ. პრემიერმა განმარტა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ნატოში შესვლა და პირიქით. ასევე მან აღნიშნა, რომ ეს გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის ზრდას.
#ნატო
#NATO
#გიორგიგახარია
#ამერიკულიგამოცემა
#
thewashingtontimes
#რუსეთი
#აშშ
#თურქეთი
#მხარდაჭერა
#tbilisidaily
0