0
წელს სოხუმის ბოტანიკური ბაღი180 წლის იუბილეს აღნიშნავს. 180 წლის წინ, სოხუმის ცენტრში გამოჩნდა აყვავებული ბაღი მაღალი კვიპაროსებით, სუსტი პალმის ხეებით, მარადმწვანე მაგნოლიებით და სურნელოვანი მცენარეებით. დღეს აფხაზეთის თითქმის ყველა მაცხოვრებელმა და სტუმარმა იცის, მისი არსებობის შესახებ და ალბათ თქვენც გაგიგიათ. ბოტანიკურ ბაღში თავიდან იყო ლინდა ... და მას კავკასიურს ეძახდნენ. 1838 წელს, სამედიცინო სტუდენტმა ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ გადაწყვიტა მის გარშემო პატარა ბაღის გაშენება. სწორედ ამის შემდეგ იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღის ისტორია. ცოტახანში ბოტანიკური ბაღის დირექტორი თავად ბაგრინოვსკი ხდება. ხოლო ერთი წლის შემდეგ, ბაღის ფართობი ოთხჯერ 4ჯერ გაიზრდება. გენერალმა გადაწყვიტა შეექმნა არა მხოლოდ ბაღი, არამედ ხეხილის მცენარეების ნამდვილი სანერგე. მან კოლექციის შევსება დაიწყო ჩაის ბუჩქით, ლიმონებითა და ფორთოხლებით, რომლებიც მოპოვებულია ნიკიტკის ბოტანიკურ ბაღში. 1853-1856 და 1877-1878 წლებში სოხუმის ბოტანიკური ბაღი ორჯერ დაანგრიეს თურქებმა. მაგრამ ის, ფენიქსის ფრინველის მსგავსად, კვლავ დაიბადა. ბოტანიკურ ბაღს ბევრი რამის გადატანა მოუწია. ომის შემდეგ სოხუმში ცუდი მდგომარეობა იყო. რაევსკის საოცრად მოვლილი ბაღი უცებ ტალახის გუბედ გადაიქცა. თუმცა, აფხაზებმა მობილიზაცია მალევე მოახდინეს და ბაღს ჩვეული სახეც დაუბრუნდა. 1992 წლამდე, ბაღის ექსპოზიციებში წარმოდგენილი იყო 5000 – ზე მეტი სახეობის მცენარე. სოხუმის ბოტანიკურ ბაღში დიდი ზიანი მიაყენა აფხაზეთის ომმა 1992-1993 წლებში. სოხუმის ცენტრში იყო ცეცხლოვანი ბრძოლები. პარკში 120-ზე მეტი ჭურვი დაეცა. ომის დროს, ძალიან ბევრი ბუჩქი და სხვადასხვა მცენარეები განადგურდა. ომმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბოტანიკური ბაღის მთელ სტრუქტურას. არცერთი მცენარე არ იყო მთლიანად ჯანმრთელი, ყველა დაზიანდა ფრაგმენტებით. ყველა სათბური დაინგრა. ეს კი ძალიან მძიმე დარტყმა იყო ბაღის თანამშრომლებისთვის და არა მარტო მათთვის. წელს კი სოხუმის ბოტანიკური ბაღი 180 წლის იუბილეს აღნიშნავს. იგივე ადგილმა ბევრი ცუდი ისტორია გამოიარა, ბევრ ტყვიას გაუძლო და მიუხედავად ამისა, დღესაც მედგრად დგას. იცით რა ლამაზია? ერთი დიდი სიამოვნებაა მისი დათვალიერება. მითუმეტეს როცა იცი რამდენი რამე აქვს გამოვლილი. ძნელია ემოციების დამალვა, გიჭირს და ვეღარ იკავებ ცრემლებს. გინდა ყველამ ნახოს, დაათვალიეროს...ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ასეც იქნება.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ბოტანიკურიბაღი
#sokhumidaily
0