გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში?
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 14-15 მაისსაა დაგეგმილი, შესაძლოა, თბილისში არ ჩატარდეს, - ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა.
, , ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დღეს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მე კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართულ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იქნება მიღებული", — განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტერიალის თბილისში ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მინისტერიალს რუსეთის დელეგაციის ის წევრები დაესწრონ, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
#ევროსაბჭო
#მინისტერიალი
#ზალკალიანი
#ლავროვი
#ოკუპაცია
#თბილისი
#tbilisidaily
#news