0
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა. დოკუმენტის მიხედით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შპს „საბურთალო პალასი“, კომპანიის საქმიანობას მრავალბინიან საცხოვრებელი კომპლექსის აშენება წარმოადგენს. - 2 600 000 მლნ ლარის საპრივატიზაციო ვალდებულება გადაუვადდა; შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“, სკოლის შექმნა - 6 100 000 ლარი; შპს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი - ოლიმპიკი" - სპორტული კომპლექსის შექმნა და ინვესტიციის განხორციელება - 4 000 000 ლარი; შპს „ბ&ნ მედი" - სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა და ინვესტიციის განხორციელება - 6 000 000 ლარი; შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრი“ - სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა - 4 000 000 ლარი; შპს „აპტოსს“ - საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება - 2 340 000 ლარი; შპს „მ2 სვანეთი“ - სასტუმროს მშენებებლობის ვალდებულება და ინვესტიციის განხორციელება - 7 000 000 ლარი; შპს „ბაზალტფაიბერს“ - შემოთავაზებული პროდუქციის წარმოება - 1 444 136 ლარი; შპს „აღმაშენებლის 51“ - რეკრეაციული/გამწვანების ღია სივრცის შექმნა და ინვესტიციის განხორციელება - 100 000 ლარი. ავტორი: ნინი ქეთელაური P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#business
0