0
2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოეთში საქართველოს 628, 000 რეზიდენტი იმყოფებოდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. საქსტატის ცნობით, ამ პირებიდან 344, 000 ვიზიტორმა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ღამეზე მეტი გაათენა, ანუ ისინი, ოფიციალური მეთოდოლოგიით ტურისტებად ითვლებიან. 284, 000 ვიზიტორი კი, უცხოეთში ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტები ექსკურსიულ ვიზიტებად ითვლება. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების მთავარ მიზანს მეგობრებისა და ნათესავების მონახულება წარმოადგენს. 2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804 ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (263.2 ათასი ვიზიტი) და აზერბაიჯანში (111.7 ათასი ვიზიტი) განხორციელდა.
#საქსტატი
#ტურისტები
#ტურიზმი
#ვიზიტორები
#tbilisidaily
0