მეორადი საბურავებისა და დაშლილი ნაწილების გაყიდვის კონტროლი.
რეკრეაციულ და საცხოვრებელ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ფეთქებადი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება - ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
, , საუბარი არის თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. ამ მიმართულებით დღეს ქალაქში გვაქვს სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს.
ამ რეგულაციის მიხედვით, ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში. მაგალითად, როგორიცაა: რეკრეაციული ზონები, საცხოვრებელი ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.
#თბილისი
#კალაძე
#საბურავები
#ჯართი
#რეგულაციები
#რეკრეაციულიზონა
#tbilisidaily