0
ანას ბაღთან“ მშენებლობა დროებით შეაჩერეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით განჩინება გამოსცა. სასამართლომ მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მშენებლობა დროებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა. „ანას ბაღის“ გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები, რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ და 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. თბილისის მერია და მშენებარე კომპანია კი ამტკიცებენ, რომ ბაღს საფრთხე არ ემუქრება და მისი რეაბილიტაცია ახლო მომავალში მოხდება.
#თბილისი
#თბილისისმერია
#ანასბაღი
#აქტივისტები
#tbilisidaily
0