827 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

რა ჯდება გლდანის გზების რეაბილიტაცია?

გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის 2 მაისს დაიწყო. შეთანხმების თანახმად, გზების დაგება 2020 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

ბოლო ინფორმაციით, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მონაკვეთი დაახლოებით, 3 კვირაში გაიხსნება. მერის მოადგილის განცხადებით, სამუშაოები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში წყალ-გაყვანილობების გაყვანის გამო გაჭიანურდა.

ასევე, ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და 14 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კონტრაქტში შესწორებების შეტანის შემდეგ, ბოლო ვადა 2020 წლის 20 თებერვლით განისაზღვრა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია თავიდან აკეთებს.

დედაქალაქის ბიუჯეტინდან, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

#თბილისი #გლდანი #გზები #რეაბილიტაცია #თბილისისმერია #Tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
17
Write a comment