0
მშრალი ხიდის ბაზრობა - ადგილი რომელიც უამრავი ნივთის ისტორია ინახავს. მშრალის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველმანების ბაზრობასა და მხატვრების გამოფენებს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბაზრობა აქ 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ხალხს გაუჭირდა და საკუთარი ნივთებით ვაჭრობა დაიწყო. ძველმანების ბაზრობა ტურისტებისა და კოლექციონერების საყვარელი ადგილია. ბევრის აზრით ის საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც კია. აქ არამარტო სახლიდან გამოტანილ მეორად, არამედ ანტიკვარულ ნიცთებსაც ნახავთ, რომლებიც სააუკუნეებს ითვლის. ძველმანების ბაზრობაზე განსხვავებული სახისა და ასაკის სხვადასხვა ნივთებია წარმოდგენილი. ფერადი ხალიჩები და ნახატები, ძველი სურათები, წიგნები, მონეტები, ფოტოაპარატები, ჭურჭელი, საათები, სუვენირები მთლიანაობაში იმდენად ფერად, საოცარ და საინტერესო სურათს ქმნიან, რომ მათ თვალიერებაში დროც შეუმჩნევლად გადის. ხოლო, თუ ნივთების მფლობელებს მათ ისტორიებსაც მოაყოლებთ, შეიძლება შუა ან მე-20 საუკუის ეპოქაშიც ამოყოთ თავი. ეს ის ბაზრობაა, სადაც ერთდროულად შეგიძლია ღია ცის ქვეშ ისეირნო, განიტვირთო და სანახაობითაც დატკბე. ასევე უამრავი ფოტო გადაიღო და სურვილის შემთხვევაში, შენთვის მოსაწონი ნივთი საკმაოდ მისაღებ ფასშიც აიღო.
#თბილისი
#მშრალიხიდი
#ხიდი
#ბაზრობა
#ნივთი
#tbilisidaily
0