0
ადრე სოხუმი და მისი სანაპირო პირდაპირი მნიშვნელობით გაწკრიალებული იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია არქიტექტურა, რომელიც სოხუმს კოლორიტულ იერს სძენდა. დღევანდელ აფხაზეთს რომ შეხედო, მიხვდები, თუ როგორ გააჩარა დრო აქ ომმა. თვალში მოგხვდება ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, დანგრეული გზები, მოუწესრიგებელი და განათების გარეშე დარჩენილი ქუჩები. თითქოს ამ 27 წელში არაფერი გაკეთებულა. დღეისათვის უყურადღებოდაა დარჩენილი ქალაქის როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ნაწილი. ვხედავთ მოუვლელობას, ზრუნვის ნაკლებობას. ვისაც სად უნდა იქ იშენებს ბინას. არ ხდება წაქცეული ხეების სანაცვლოდ გამწვანების აღდგენა-განახლება. ამ ყველაფერს მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს, მაგრამ... აქ კრიტიკულად ყვავის კორუფცია, რაც მკაფიოდ დაეტყო აქაურ ყოფა-ცხოვრებასაც. ეს ყველაფერი მოქმედებს ტურისტებზეც, რის გამოც, ისინი თავს არიდებენ ამ ულამაზეს კუთხეში ჩამოსვლას. სწავლა-განათლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რაც ყველაზე მეტ საშიშროებას უქმნის ეთნიკურ აფხაზებს. ისინი შეუმჩნევლად კარგავენ ენას და რა თქმა უნდა დამოუკიდებლობას, რომელიც მათი აზრით ომის შემდეგ "მოიპოვეს". ყველაფერმა ამან ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ხელისუფლებისაგან მოითხოვეს, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და დანიშნონ ვადამდელი არჩევნები. თითქოსდა მიაღწიეს კიდეც, მაგრამ საკითხავია იქნება ეს არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული, თუ არა?! როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აქ დრო აფხაზეთი-საქართველოს ომის შემდეგ გაჩერდა. აფხაზ ხალხს თავისუფლება სწყურია, თუმცა, იგივე დროს, რუსეთის მსგავსი მონათმფლობელური დამოკიდებულებით, ისინი ისე ახლოს არიან საკუთარი იდენტობის დაკარგვასთან, როგორც არასდროს.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#საქართველო
#ოკუპირებული
#ტერიტორია
#russiaisanoccupier
#sokhumidaily
0