კორონავირუსი გაურკვეველი წარმომავლობით
კორონავირუსით გავრცელებულ ქვეყანაში არ უმოგზაურია. არც დაინფიცირებულთან ჰქონია კონტაქტი. თუმცა, საავადმყოფოში მოხვედრიდან ოთხ დღეში კორონავირუსზე ჩატარებულმა პრევენციულმა ტესტმა ვირუსი დაუდასტურა. შემთხვევა ამერიკაში მოხდა. CNN-ის ინფორმაციით კალიფორნიაში მცხოვრები ჰოსპიტალში ჯერ კიდევ გასულ კვირას მოხვდა, თუმცა ტესტი კორონავირუსზე მხოლოდ ოთხ დღეში ჩაუტარდა. რადგან, როგორც კლინიკაში აცხადებენ პაციენტის სიმპტომები ჯანდაცვის მსოფლიო ორგაბიზაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს არ შეესაბამებოფა.
ის, თუ როგორ აღმოუჩნდა კორონავირუსი კალიფორნიელს, რომელსაც არც ვირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში უმოგზაურია და არც დაინფიცირებულთან ჰქონია კონტაქტი, უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ამოუცნობი მიზეზით დაინფიცირება ვირუსის საზოგადოებაში გავრცელებით (Community spread) მოხდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თქმით ეს ის შემთვევაა, როდესაც ვირუსი ხალხში გავრცელებას იწყებს, ხოლო ინფექციის წყარო დაუდგენელია. ამის მიუხედავად CDC-ში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პაციენტს კორონავირუსი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მგზავრისგან გადაედო.
ამერიკაში ეს კორონავირუსის მე-60 შემთხვევაა.
#news
#politics