0
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. "ქართულ ტრადიციულ სუფრასა და ქართულ მრავალხმიანობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა" - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. „ქართულ მრავალხმიანობას“ კიარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. რაც შეეხება ქართულ სუფრას, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.
#კულტურა
#მემვიდრეობა
#სუფრა
#მრავალხმიანობა
#tbilisidaily
0