თუ ვარჯიში არ (!) გინდა

0
✔️ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის. და საერთოდ, აქტივობა ვარჯიშში არ უნდა აგვერიოს. ⠀ ⠀ ვარჯიში ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი სახეა. ფიზიკური აქტივობა მოიცავს სხეულის აქტიური მოძრაობის სხვა ფორმებსაც, რომლებსაც თამაშის, შრომისა თუ გადადგილების დროს ვასრულებ, ამიტომ სპორტული დარბაზისა და საგანგებო აღჭურვილობის გარეშეც თავისუფლად შეგიძლიათ, ფიზიკურად აქტიურნი იყოთ.⠀ ⠀ ეცადეთ, მოძრაობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ, მაგალითად⠀ ⠀ 💁🏻‍♀️ლიფტით ასვლის მაგივრად ფეხით აიარეთ კიბე⠀ ⠀ 💁🏻‍♀️სამსახურში წასვლისას თუ შინ დაბრუნებისას ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოდით და გზა ფეხით განაგრძეთ⠀ ⠀ 💁🏻‍♀️მანქანა მოშორებით დააყენეთ⠀ ⠀ 💁🏻‍♀️ბევრი ისეირნეთ⠀ ⠀ 💁🏻‍♀️მანქანის ნაცვლად ველოსიპედით იარეთ⠀ ⠀ 💁🏻‍♀️თუ ნაკვეთი გაქვთ, დარგეთ ყვავილები და ბოსტნეული⠀ ⠀ 💁🏻‍♀️ნებისმიერი ისეთი საქმის კეთებისას, რომელიც ჯდომას მოითხოვს, ხშირად ატრიალეთ ფეხები, თითქოს ველოსიპედს მართავდეთ⠀ ⠀ 💁🏻‍♀️სკამზე ჯდომისას მიაქციეთ ყურადღება ზურგს, სკამს მაქსიმალურად მიეყრდენით და ისე დაჯექით ⠀ ⠀
#ჯანსაღიცხოვრება
#healthylife
#healthcare
#health
0