როგორი იქნებოდა თქვენი სამუშაო გარემო, ცნობილ რეჟისორებს რომ დაეპროექტებინათ

0
დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად დროის მნიშვნელოვან ნაწილს ოფისში ატარებს, რის გამოც იქაურობას მეორე სახლივით ვეჩვევით. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია სამუშაო გარემო: რამდენად მოსახერხებელია, ვგრძნობთ თუ არ იქ თავს მყუდროდ და ხომ არ გვიქმნის რამე დისკომფორტს. კარგი დამსაქმებლები ცდილობენ კიდეც, რომ სამუშაო სტრესის შესამცირებლად თანამშრომლებს მაქსიმალურად სასურველი გარემო შეუქმნან, თუმცა ბრიტანულმა კომპანია Brother UK-მ კიდევ უფრო ჯადოსნური შესაძლებლობები გადაგვიშალა თვალწინ: როგორი იქნებოდა ოფისები, ჩვენი საყვარელი რეჟისორების დიზაინით რომ შექმნილიყო? თუ ამაზე ფიქრიც კი გიჭირთ, ეს შთამბეჭდავი ვიზუალები დაგეხმარებათ მათ წარმოდგენაში:

უეს ანდერსონი

ეს ოფისი პერფექციონისტებისთვისაა შექმნილი: ყველაფერს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს და ყავის ჭიქასაც კი ვერ დადებთ ყველგან, სადაც მოგესურვებათ — ასე ხომ მთელ სიმეტრიას გააფუჭებთ.

ტიმ ბარტონი

ამ გარემოში განსაკუთრებულად კარგად თავს ის თანამშრომლები იგრძნობდნენ, ვისაც დაბალი განათება, მუქი ფერები და გოთიკა იზიდავს. მოკლედ, ისინი, ვისაც ტიმ ბარტონის შემოქმედება უყვარს. თანაც ყოველთვის გექნებათ შეგრძნება, რომ საიდანღაც ჩეშირის კატა გიღიმით და ფიქრობს: "მე გიჟი ვარ, შენც გიჟი ხარ — აქ ყველანი გიჟები ვართ".

ჰაიაო მიაძაკი

გარდა იმისა, რომ ტრადიციული იაპონური არქიტექტურა ყოველთვის სიამოვნებს თვალს, ვისაც Studio Ghibli-ს ფილმები გვინახავს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ოფისში ყველაზე გემრიელი ლანჩი იქნებოდა.

გილერმო დელ ტორო

თუ გიყვართ კონტრასტები — ერთდროულად ძალიან თანამედროვე და ამავდროულად ზღაპრულად ჯადოსნურის შერწყმა, მაშინ გილერმო დელ ტოროს დიზაინით შექმნილი გარემო თქვენი საოცნებო ადგილი გახდებოდა.

ბაზ ლურმანი

ვისაც რეტრო სტილი იზიდავს, მაშინ მულენ რუჟისა და დიდი გეტსბის ელემენტებით შექმნილი ეს ოფისი მისთვის ნამდვილი სამოთხე იქნებოდა.

სტენლი კუბრიკი

როცა ამ ოფისში შეაბიჯებთ, ნამდვილი კოსმოსური ოდისეა დაიწყება. ოღონდ ლიფტებთან ფრთხილად იყავით: შეიძლება წითელმა ზღვამ ამოხეთქოს. წყარო - On.ge _________ გამოიწერე გვერდი და თვალყური ადევნე დიზაინ-სიახლეებს მომოსთან ერთად 🖤 ______
#დიზაინი
#ინსპირაცია
#ოფისი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#არქიტექტურა
#არქიტექტორი
#რეჟისორი
#ფილმები
#ფილმოგრაფია
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#ხელოვანი
#ხელოვენება
#ხელოვანიადამიანები
#შთაგონება
0