6G ინტერნეტი - მორიგი საფრთხე თუ ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ სიახლეებში?!

0
რიგ ქვეყნებში მეხუთე თაობის ქსელები ჯერ კიდევ ახლა ვრცელდება, აი კომპანიები კი უკვე იწყებენ მუშაობას 6G-ზე. Samsung-მა წარადგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღწერს ახალი მობილური ქსელის თავისებურ ხედვას. როგორც დოკუმენტის მიხედვით ჩანს, საუბარი მიდის ინფორმაციის გადაცემის უმაღლეს სიჩქარეზე 1000გბიტ/წ 100 მიკროწამის დაგვიანებით. 5G მონაცემები კი 20გბიტ/წ და 2000 მიკროწამიანი დაგვიანებაა. ეს რადიკალურად ამცირებს შეფერხებას ინფორმაციის გადაცემისას, რაც 6G-ს მისცემს იმის საშუალებას, რომ მომენტალურად შეასრულოს დავალებები. ბუნებრივია, ინფორმაციის გადაცემის "რეალურ დროში" სიჩქარე ხელს შეუწყობს ისეთ სფეროებს როგორიც არის კიბერ უსაფრთხოება ან მედიცინა (ქირურგები დიდ დისტანციაზე შეძლებენ ოპერაციის გაკეთებას შეფერხებისა და შეზღუდვის გარეშე). საუბარი მიდის ტერაჰერცულ დიაპაზონზეც, რისთვისაც საჭირო იქნება ახალი მიმღებები (ანტენები) და სხვა ტექნოლოგიებიც. უფრო კონკრეტულად კი - დასახვეწი იქნება ხელოვნური ინტელექტი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია HUAWEI, Ericsson და Xiaomi ბევრად უფრო ადრე მუშაობდნენ 6G სიხშირეზე. ჯერჯერობით უცნობია რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში აღნიშნული ფაქტი უამრავ შეკითხვას გააჩენს. #6G #5G #ინტერნეტი #ტექნოლოგიები #სიახლეები #ახალიამბები #მეცნიერება
0