ქუთაისის მესხიშვილის თეატრში რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ბერტოლდ ბრეხტის პიესაზე, "დაფდაფები ღამით", მუშაობს
სპექტაკლი კომედიაა და ის მესხიშვილის თეატრში პირველად იდგმება. გამომდინარე პიესის ფაბულისა და შინაარსისა, ეს კომედიური ჟანრის სპექტაკლი, ქუთაისელი მაყურებლისთვის კარგი განტვირთვის საშუალება უნდა იყოს...
სპექტაკლის პრემიერა, როგორც თეატრში აცხადებენ აპრილის დასაწყისში გაიმართება.
საინტერესოა ისიც, რომ თეატრი, პარალელურად მეორე სპექტაკლის, "ანტიგონე"-ს დადგმაზეც აქტიურად მუშაობს. მისი რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა, რომელსაც არაერთი თეატრალური ჯილდო ეკუთვნის. იგი დამსახურებული ქუთაისელი პედაგოგის, მაცაცო ლოსაბერიძის ვაჟია.
"ანტიგონეს " პრემიერა მაისში იგეგმება. მანამდე კი მესხიშვილის თეატრის დასი აქტიურ მოსამზადებელ პერიოდშია და მაყურებელთან სრულყოფილად წარსადგენად სრული მობილიზაციით ემზადება.
#ქუთაისი
#მესხიშვილი
#თეატრი
#ნიკოლოზ
#საბაშვილი
#რეზი
#ქაროსანიძე
#დაფდაფებიღამით
#ანტიგონე
#kutaisidaily