საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირი საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც ბანკში ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში განაგრძო მუშაობა.
საქართველოს ბანკმა პრევენციის მიზნით ფილიალი დაკეტა. ყველა ის ადამინი, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, იდენტიფიცირებულია.
ექიმების თქმით კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
#თბილისი
#კორონა
#ვირუსი
#bog
#tbilisidaily