ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
1979 წელს დაბადებული პირი საკუთარი დედისა და დის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 28 თებერვალს სახლში ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე სანადირო თოფითა და დანით დედას და დას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება.
#politics
#news