ქუთაისს მალე ახალი ავტოპარკი ექნება

0
ქუთაისში სულ მალე სულხან-საბას გამზირზე მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“- აშენდება. ტენდერის პირობების თანახმად, ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს. პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობა და სკვერი, ასევე პერსონალისათვის საჭირო ავტოსადგომი, როგორც მერიის საბიუჯეტო დაგეგმარებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ტარიელ მაკარიძე ამბობს, ავტოპარკის მოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 026 000 (მილიონ ოცდაექვი ათასი) ლარი დაიხარჯება. აღნიშნული საკითხის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტუქტურისათვის, რადგან ქალაქს ძველი ტიპის ავტოპარკი აქვს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნეს ვერ აკმაყოფილებს, მისი ახლით ჩანაცვლება კი საციცოცხოლოდ აუცილებელია... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასევე ქალაქში ავტოპარკის აშენების შემდეგ შემოვა ახალი ავტობუსები. ბუნებრივია, დგება ის საკითხიც, გაძვირდება თუ არა ავტობუსით მგზავრობა. ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა, უნდა ვივარაუდოდოთ, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან ახალი ინფრასტრუქტურა ახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული...
#ქუთაისი
#ქუთაისისმერია
#მერია
#ავტოპარკი
#ავტობუსები
#kutaisidaily
0