თბილისის ბაგა - ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2 მარტიდან 16 მარტამდე ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.
#news