19 votes
4 comments
1 shares
Save
საქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს
1072 views
Headline
Tbilisi · 4 months ago

საქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა.

როგორც ადამიამ აღნიშნა, ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს და წარმოების ვარიანტებიც განიხილება.

„პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პერსონალისთვის ვისაც ეს აუცილებლად დასჭირდება, სამინისტროს აქვს და დამატებით შესყიდვას კიდევ ახორციელებს. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობაში, სააფთიაქო ქსელებში არსებულ მარაგებს, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ამ კომპანიებთან და ვცდილობთ მათ ეს მარაგი შემოიტანონ. მარაგის რაღაც რაოდენობა მომდევნო კვირაში შემოვა ქსელში. თუმცა, შემუშავებული აქვთ გაცემის მექანიზმი დარეგულირებული, რომ უსასრულო რაოდენობით ერთ პირზე არ გასცენ. გლობალური დეფიციტია ამ საშუალებებზე მსოფლიოში და იცით რა ხდება. განიხილება კიდევ ის ვარიანტები, რომ საქართველოში წარმოება იგეგმება. შეიძლება, რომ ეს ნიღაბი ადგილზეც დამზადდეს და რეალურად ამით პრობლემა გადაიჭრება. ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს. ასევე, ფარმაცევტული სექტორი შეეცდება პერიოდულად შეავსოს სამედიცინო სპირტის და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგები და იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ადამიამ.

ამასთან, ადამია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღნიშნული საშუალებების „უაზრო მარაგები“ არ გაიკეთონ.

„რატომღაც ინფორმაციის გაჟღერებამ გამოიწვია პანიკა და მოსახლეობა უაზრო მარაგებს იკეთებს, ამ დროს საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ისტერიულად ამის მომარაგების საჭიროება არ არის. პანიკა საჭირო არ არის. საღი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას, გავითვალისწინოთ ექსპერტების რეკომენდაციები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გაციების შემთხვევაში მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ თავი თუ დავირუსებულ ადამიანთან ახლოს ვართ და ა.შ. არასწორად გამოყენებული პირბადე პირიქით, ქმნის რისკს. ამასთან, მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ და ქუჩაში პირბადის ტარება არ არის საჭირო. დავირუსებულ ადამიანთან თუ გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა, მაშინ თავად ამ პირმა უნდა გაიკეთოს პირბადე და არა ჯანმრთელმა ადამიანმა. ეს არის სწორი მექანიზმი“, - განაცხადა ადამიამ.

რაც შეეხება პირბადეების ფასს, როგორც ადამია ამბობს, ფარმაცევტულ ქსელებში ნაწარმის ფასს ჯანდაცვის უწყება ვერ არეგულირებს.

„ფასი რამდენად იქნება ჩვენი მხრიდან დარეგულირებული, ამას ვერ გეტყვით, არ ექვემდებარება ჩვენი მხრიდან რეგულაციებს. როგორც ვიცი, ფასის ზრდა პირბადეებზე არ არის და არც იგეგმება. თუ გლობალურ ბაზარზე გაზრდილია ფასი დეფიციტის გამო, შესაძლოა, ჩვენთანაც გაიზარდოს“, - განაცხადა ადამიამ და დასძინა, რომ შესაძლოა პირბადეებზე სააფთიაქო ქსელების მიერ არაადეკვატურად გაზრდილ ფასებზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევაც დაიწყოს.

„მოქალაქის მომართვის შემთხვევაში რეგულირების სააგენტო ამ საკითხს მოიკვლევს“, - აღნიშნა ადამიამ.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ.

#news
Headline
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
ფონდი „ქართუ“ ადგილობრივი წარმოების 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობიდა აცნობეს. მათი ცნობით, წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. „მოგეხსენებათ, Covid -19 არის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო. „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია Covid-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარაძემ. ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს. „დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია Covid-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს “რესპირატორი”, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 4 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
AstroGeorgia
Tbilisi · 6 days ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”
“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / “ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“. “არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე. “წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი. “როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს: “მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”. “ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი. “შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში თქვენთვის
გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახლში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!“, -წერს დეკანოზი. მისივე თქმით, ეს არის მისი, როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შეეძლო არ დაეფიქსირებინა. „ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.#დარჩისახლში #კორონავირუსი
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც სამკურნალო პრეპარატს მიიღებს!
„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. -ბატონო პაატა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა. იძლევა თუ არა ეს მონაცემები განგაშის საფუძველს და რა რაოდენობით ელოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას? -მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი. -საქართველოში არსებული ვითარება და მოსალოდნელი პროგნოზები, აჩენს თუ არა საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს? -საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან, ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ის განკარგულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფელებამ გასცა, სხვა ქვეყნებში გაიცემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, შემიძლია, ასე ვთქვა, საქართველოში არის საგანგებო მდგომარეობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ჩემი სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიში უკვე ორი თვეა მუშაობს. კიდევ უამრავი ჩემნაირი სამსახური დიდი ხანია საგანგებო მდგომარეობაში მუშაობს. სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება, წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა მივყვეთ მოვლენებს. -როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. რამდენ ხანში იქნება საზოგადოებას ვაქცინით სარგებლბის უფლება დაშვებული? -ინდოეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, ბრიტანეთი - ევროპის ყველა წამყვანი ქვეყანა ვაქცინაზე მუშაობს. ვაქცინების გამოცდა ადამიანთა ჯგუფზე უკვე დაიწყო და ამ კვლევებში ჩართვა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ ბაზარზე მოხვდეს, არანაკლებ ერთი წელიწადი, წელიწად-ნახევარია სჭირდება. ეს არის ყველაზე ნაკლები დრო იმისათვის, რომ ვაქცინა, გამოცდის დაწყებიდან, ბაზრზე მოხვდეს. საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს. ვაქცინაზე მუშაობენ მძლავრი ქვეყნები, როლებსაც აქვთ ვაქცინების განვითარებული ინდუსტრია. საქართველოსნაირი პატარა ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების ინდუსტრია არა აქვს, მსოფლიოში რამდენიმეა. -შეესაბამება თუ არა რელობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი 30 გრადუს ტემპერატურაზე ქრება? -არა, რადგან ტროპიკული სარტყელის ქვეყნებში და მითუმეტეს, სახრეთ ნახევარსფეროსა და ავსტრალიაში, სადაც ზაფხულია, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსის გადაცემა მოხდა. ავსტრალიაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ იმის იმედი, რომ სითბოში და ზაფხულში უფრო ნაკლები იქნება ვირუსის გადაცემა, შეიძლება, გვქონდეს. მაგრამ ის, რომ ზაფხულში ვირუსი საერთოდ არ გავრცელედება, ამის იმედი არა გვაქვს. -საქართველოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა, ასევე, დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პაციენტებზეც. რა მეთოდით მკურნალობენ ქართული მედიკოსები დაავადებულებს? -პროტოკოლი მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა. ქართველი, ჩინელი და იტალიელი ექიმები ამ ავადმყოფებს ყველა ერთნაირი პროტოკოლით მკურნალობენ. ვირუსული პნევმონიის დროს მიმდინარეობს არასპეციფიური მკურნალობა. ორგანიზმში რა ცვლილებებიც ხდება, იმას ვასწორებთ. საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი. “გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წმლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს. Tbilisi #news #opinion #coronavirus
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
რომელი ავიაკომპანიები განაახლებენ ფრენებს და რა მიმართულებით? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ფრენების შესახებ კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი იქნება მაისის განმავლობაში - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორიში ანტიკრიზისული გეგმის წარგენის შემდეგ ჟურნალისტიების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. თურნავამ განმარტა, რომ 1 ივლისამდე არსებულ პერიოდს უწყება პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესების და იმ მიმართულებების განსასაზღვრად იყენებს, რომლიდანაც შემოვლენ ტურისტები პირველ ეტაპზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლპარაკებები იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან, ვინც ჩვენთან აქამდე დაფრინავდა და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას და არა მარტო მათთან, იმიტომ, რომ იცით რომ ძალიან ბევრი კომპანია დაფრინას საქართველოზე და ჩვენი ღია ცის პოლიტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მათ შორის გეტყვით, რომ ვართ აქტიურ კომუნიკაციაში „ვიზეართან“, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ, რომ ვიზეარი შეასრულებს ყველა იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც იქნება ამ დღეებში დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან, ასევ უკვე გამოქვეყნებულია IATA-ს სტანდარტები, რომელიც ავიაციას ეხება და იქ ერთი შეხედვით არაფერია ისეთი, რაც არ შეიძლება შეასრულონ საერთაშორისო კომპანიებმა. ჩვენ პარალელურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი აეროპორტები იყოს მზად და ყვალა გაიდლაინი იყოს დაცული, კონკრეტული გეგმა იქნება მაისის განმავლობაში და ვმუშაობთ იმ მიმათულებების შორთლისტზე, რომლის მომსახურEბაზე მზადყოფნას გამოთქვამს იგივე ვიზეარი, სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს თავიდანვე. ასევე ვმუშაობთ იმ ქვეყნებთან, დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ ჩვენ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მონაწილეები ყველა მრავალმხრივი ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას. ჩვენ აქამდე საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიაციის სფეროში, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერასახ გულისხმობდა ეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ გავაორმაგეთ „ვიზეარის“ ფრენები, ასევე „რაინეარი“ შემოვიყვანეთ, სხვა საავიაციო მიმართულებები გავხსენით. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძლებთ, უბრალო მოვარგებთ მას ახალ რეალობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტუალურია ტრადიციული მიმართულებები ევროკავშირის მიმართულებით და ასევე მეზობელი ქვეყნები. „პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით რა ტრადიციული მიმართულებებიც ჩვენ გვქონდა. ვლაპარაკობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ახლა მთავრობა და საავიაციო სექტორი ერთმანეთს გვერდში თუ არ დაუდგა გაჭირდება სწრაფად აღდგენა ფრენების და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში. პარალელურად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან, ასევე აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. ეს კოვიდამდეც აქტიური მიმართულება იყო. მარტივი არის მათთვის უფრო, იმიტომ, რომ არამარტო საჰაერო გზებით, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოსვლა. ჩვენ ყველა იმ უსაფრთხო დერეფნის სტანდარტის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ, რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არც ერთ შანსს უახლოეს პერიოდში ისევ შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
დონ ბეიკონი კონგრესმენების ანგარიშზე - ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ
რესპუბლიკელი კონგრესმენი ნებრასკის შტატიდან, დონ ბეიკონი „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის მიერ ხელმოწერილ და 10 ივნისს, თორმეტ ამერიკელ კანონმდებელთან ერთად გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ საუბრობს. ანგარიში რესპუბლიკური პარტიის წევრების დამოკიდებულებას ასახავს აშშ-ის ეროვნული ინტერესების შიდა და გარე საფრთხეებთან დაკავშირებით, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოს. ამ თავის მცირე პასაჟში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პუტინის ახლო მოკავშირეზე, რომელიც თითქოს დაკავებულია საქართველოს დესტაბილიზაციით. დონ ბეიკონი აცხადებს, რომ ის არ ფლობს ექსპერტულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ეს პასაჟი ანგარიშში კონგრესის თანამშრომლებისა და ექსპერტების მიერაა შეტანილი. კონგრესმენი ამბობს, რომ ის მზად არის შეცდომის დამტკიცების შემთხვევაში მიუბრუნდეს საკუთარ კოლეგებს კონგრესში და შეცდომა გამოასწოროს. მან დაადასტურა, რომ ანგარიშის შემუშავებისას ინფორმაციის შეგროვება ყველა წყაროდან ხდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ის კეთილგანწობილია, რომ თანასპონსორი გახდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტისა კონგრესში, რადგან მას კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები სურს საქართველოსთან. „თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ საქართველოს ვხედავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოკავშირეს და მთელი გულით მინდა, საქართველოსთან ურთიერთობები გაიზარდოს. საქართველო მძიმე ვითარებაში, მძიმე სამეზობლოშია, რუსეთი გესაზღვრებათ ჩრდილოეთით, თუმცა თქვენ აფასებთ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და ამიტომაა, რომ მინდა ჩვენს მეგობრებთან საქართველოში კიდევ გავზარდო ურთიერთობები. მე არ წარმოვადგენ ექსპერტს იმ ინდივიდის შესახებ, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოგროვებაში და თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩვენ მათ წარმოგვიდგინეს. ჩვენს გვყავს ექსპერტი თანამშრომლები, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთს, ჩინეთს, ირანს. მე არ ვაცხადებ, რომ ვარ ექსპერტი ყველა იმ საკითხის, რომელიც ანგარიშში ხვდება, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული დონის მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩემი ექსპერტიზის გარეთაა და ეს საკითხი ანგარიშში ჩვენი ექსპერტების მიერაა შეტანილი და ჩვენს მიერ მიღებული, ამის გამო მე სრულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აცხადებს დონ ბეიკონი. ბეიკონის თქმით, მისი თანამშრომლები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ჩვენ თავისუფალი სამყარო ვართ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებით. თუ ჩვენ შეცდომა დავუშვით, მე მივესალმები ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ თქვენს მიერ ხსენებული პასაჟი არასწორად მოხვდა ანგარიშში. მე მზად ვარ უკუკავშირისთვის და მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ არ წარმოვადგენ ექსპერტს ამ პერსონის შესახებ. თუკი შეცდომა დავუშვით, ყველა საშუალების გამოყენებით ხმას ავიმაღლებ და მივუბრუნდები ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ. თუკი იქნება მოცემულ პასაჟში გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომ ჩვენ გამიზნულად ვიყავით შეცდომაში შეყვანილები, მაშინ მე მზად ვიქნები, რომ შეცდომა გამოვასწორო. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხედო ფაქტებს და შეცდომის არსებობის შემთხვევაში ვაღიარო ის“, - აღნიშნა კონგრესმენმა. მისი განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ უფრო მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა უნდა აწარმოონ. „მჯერა, რომ ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების იდეის მიმართ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინს არ აქვს ჩვენი ინტერესები, ის ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებსა და მოკავშირეობას. დიახ, მე კეთილგანწყობილი ვარ შევუერთდე კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ აქტს, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა წავიკითხო, თუმცა საკმაო ინფორმაცია მაქვს ამ აქტის შესახებ. მე მინდა კიდევ უფრო მეტად ახლო ურთიერთობები საქართველოსთან. მართალი ხართ, ჩვენს პოლიტიკაში უამრავი ინტერესი არსებობს, ჩვენ გვყავს ლობისტები, რომლებიც იბრძვიან გარკვეული პოლიტიკური ინტერესების დასაცავად ან საწინააღმდეგოდ. არსებობენ ლობისტები, რომლებიც უფრო ახლოს არიან საქართველოს ინტერესებთან, თუმცა ჩემი ინტერესია, რომ დავიცვა თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ახლო მოკავშირეობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს“, - აცხადებს დონ ბეიკონი.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, რომლებიც ერთჯერადი ნიღბებით და ხელთათმანებით ივსება
რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, რომლებიც ერთჯერადი ნიღბებით და ხელთათმანებით ივსება - Primetime
რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, რომლებიც ერთჯერადი ნიღბებით და ხელთათმანებით ივსება - Primetime
რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, რომლებიც ერთჯერადი ნიღბებით და ხელთათმანებით ივსება - Primetime
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მეუფე ნიკოლოზი - წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, ხალხი დაესწრება
ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული. „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს. „კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს. ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან. „უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ. მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება საფრთხე ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.