სად იმყოფება მასკის Tesla Roadster-ი კოსმოსში გაშვებიდან ორი წლისთავზე

0
#Fun
#FunFeed
#FeedcFun
#GoodVibes
#GoodVibesNews
უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საკუთარი Tesla Roadster-ი SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-თ კოსმოსში გაუშვა. ამ დროის განმავლობაში, მანქანამ საკმაოდ ბევრი იმოგზაურა. პროგრამისტმა ბენ ბირსონმა შექმნა ვებგვერდი „სად არის Roadster-ი?“, რომელიც რეალურ დროში გვეუბნება, სად არის იმ მომენტისთვის მასკის წითელი მანქანა და მძღოლის ადგილას მოკალათებული მანეკენი, სახელად „სტარმენი“. ვებგვერდის მიხედვით, 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ, მანქანამ კოსმოსში უკვე 1, 6 მილიარდ კილომეტრზე მეტი გაიარა. Tesla Roadster-ი მზის გარშემო წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოძრაობს, კვეთს დედამიწის, მარსისა და ვენერას ორბიტებს. ის ამჟამად მზის გარშემო უკვე მეორე წრეზეა და როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, 2091 წლისთვის ის დედამიწას რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გათვლებია და მანქანის ზუსტი თვალთვალი შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ ვერც მანქანა და ვერც მისი მანეკენი მძღოლი კოსმოსში დიდხანს ვერ გაძლებს, დროთა განმავლობაში მათ რადიაცია გაანადგურებს. წყარო: booster.ge მოგეწონა პოსტი? მაშინ აუცილებლად ⬆️დააUpVote-ე ?მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე GoodVibe-ის Feed?-ს
0