ეპიდვითარება საქართველოში

0
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 262-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.31%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid19-ის არსებული შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 192, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#GeorgiaDaily
#საქართველო
0