კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სენსაციებით დაიწყო!

0
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველ ტურში, წინა სეზონის ჩემპიონმა და ვიცე ჩემპიონმა ქულები დაკარგეს. მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" დებიუტანტ "თელავთან" მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა. ვიცე ჩემპიონმა, ბათუმის "დინამომ" თბილისის ''მერანს'' უმასპინძლა და ეს მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგია. ფაქტია, სეზონის სტარტზე ფავორიტები სასურველ სათამაშო ფორმაში არ არიან. პირველი ტურის დარჩენილი სამი მატჩი პირველ მარტს გაიმართება. 15:00 საათზე ''საბურთალოსა'' და ''ჩიხურას'' დაპირისპირება დაიწყება.18:00 საათზე ქუთაისის ''ტორპედოსა'' და გორის ''დილას'' მატჩი აიღებს სტარტს. სეზონის პირველი ტური ლევან კორღალიძის ''ლოკომოტივისა'' და კახა ჩხეტიანის ''სამტრედიის'' შეხვედრით დასრულდება. აღნიშნული თამაშის დაწყების დროდ 20:00 საათია მითითებული.
#sport
#erovnuliliga
#ეროვნულილიგა
#ქართულიფეხბურთი
#news
0