Feedc-ს ყველაზე დიდი განახლება!

ByFeedcGeorgia
0
დღეს ყველაზე დიდი განახლების პირველი ეტაპი დასრულდა: განაახლეთ Feedc App Store-სა და Play Store-ში და ისარგებლეთ უფრო სწრაფი აპლიკაციითა და ვებ-გვერდით!
Feedc-ის პლატფორმა ძალიან სწრაფად იზრდება. დღესდღეობით, ჩვენ ვოპერირებთ არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შესაბამისად, Feedc-ელების რაოდენობა დღითი დღე იმატებს. იმისთვის რომ, ჩვენმა სისტემამ მოთხოვნის ასეთი სწრაფი ზრდა დააკმაყოფილოს, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს პლატფორმის ინფრასტრუქტურის სრულად გადაწერაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმის გადაწერა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, ეს ცვლილებები ეტაპობრივად შესრულდება.
ByFeedcGeorgia
0