24 თებერვალი

12
🌕🌕🌕 მთვარის მეოთხე ფაზა.

24 თებერვლის ჰოროსკოპი :

24 თებერვალს დაბადებულები ამბიციური და პატივმოყვარე, ენერგიული, ჯიუტი, დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული ადამიანები არიან. დასახული მიზნის მიღწევისას სიმტკიცეს იჩენენ. ფინანსური სფერო და კარიერა წარმატებული აქვთ. კონფლიქტების გადაწყვეტისას ლოიალურობის გამო მათი ოჯახური ცხოვრებაც ჰარმონიული იქნება. ჰყავთ მეგობრების ფართო წრე, თუმცა, არც მტრების რაოდენობას „უჩივიან". მათი წარმატებები უფრო მეტად შესაძლებელია შემოქმედებით სფეროებში, როგორიცაა მუსიკა და ლიტერატურა.
24 თებერვალს დაბადებულების ცხოვრებას წითელ ზოლად გასდევს მსხვერპლშეწირვის თემა. ისინი მზად არიან, თავი გასწირონ როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, ისე მეგობრებისა და ახლობლებისთვის და ამით საკუთარი ინტერესები დააზიანონ.
ამ დღეს დაბადებულთა ორი ტიპი არსებობს: პირველი მსხვერპლშეწირვის როლს ღირსებითა და კმაყოფილებით ირგებს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ დიდი როლი ერგოთ ცხოვრებაში, ხოლო მთავარი ჯილდო მათთვის საზოგადოების კეთილდღეობაა. სხვები ამ როლს მძიმე ჯვარივით ატარებენ, შეიძლება განაწყენდნენ, თუ სხვები ამ ჯვარს სათანადოდ არ დააფასებენ და ამას ემოციური აფეთქება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მოჰყვეს. ასე წყვეტენ 24 თებერვალს დაბადებულები თავიანთ ეგოიზმთან დაკავშირებულ საკითხს - ან მუდმივად ახშობენ მას, ან მისი საყვედურებისგან თავს აღწევენ.
ხანდახან ამ დღეს დაბადებულებს სურვილი უჩნდებათ, მთლიანად გააკონტროლო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ამ დროს შინაგან წინააღმდეგობას აწყდებიან, რადგან წლების განმავლობაში გამომუშავებულ ჩვევებთან მოუწევთ ბრძოლა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ ვინმეს ან რამეს მსხვერპლად შეეწირებიან, გამოიმუშაონ ნებისყოფა და სიმტკიცე. როდესაც ისინი სასიყვარულო ურთიერთობებში ძლიერ მხარეს წარმოადგენენ, უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან.

24 თებერვალს დაბადებულებს ურჩევენ ვარსკვლავები:

იყავით რეალობისადმი ადეკვატური. ყურადღება მიაქციეთ სხვების მოსაზრებებს, წინადადებებს, სურვილებს. თქვენი ნიჭი განვითარებას საჭიროებს, ამიტომ ისწავლეთ და განავითარეთ ნებისყოფა.

24 თებერვალს დაბადებულები:

სტივ ჯობსი ამერიკელი მრეწველი, კომპანია apple -ის დამფუძნებელი.
17 წლის ასაკში წავიკითხე ციტატა: „თუ ყოველდღე ისე იცხოვრებთ, თითქოს ეს თქვენი უკანასკნელი დღეა, ერთხელაც მართალი აღმოჩნდებით“, - ამ აზრმა ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ ჩემ თავს ყოველდღე ვეკითხები, რას ვიზამდი, ეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე ყოფილიყო.
უინზლოუ ჰომერი ამერიკელი ფერმწერი 
იბნ ბატუტა არაბი მოგზაური ვაჭარი.
იბნ ბატუტა 1304 წელს ტანჟერში (მაროკო) დაიბადა. ხოლო, როდესაც 21 წელი შეუსრულდა, ახლო აღმოსავლეთის შესასწავლად გაემგზავრა. მას მხოლოდ ჰაჯის შესრულება კი არა, ცნობილ სწავლულებთან, ისლამის, როგორც მეცნიერების შესწავლა უნდოდა. თავდაპირველად, ის სახედრით მარტო მოგზაურობდა, ხოლო შემდეგ, სავაჭრო ქარავანს შეხვდა და მათ შეუერთდა. მან მთელი ჩრდ. აფრიკა მოიარა და ეგვიპტეში გაემართა. იბნ ბატუტა მოიხიბლა ალექსანდრიის და კაიროს სილამაზით, იქიდან მან იერუსალიმისკენ აიღო გეზი, ხოლო შემდეგ, – დამასკოში, ბარსასა და ბაღდადშიც იმოგზაურა.
საერთო ჯამში, მან მოგზაურობაში 29 წელი გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მოსამართლედ დაიწყო მუშაობა.
მსოფლიოში პირველი მოგზაური და ბლოგერი 1377 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს: 

მართალი დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.
როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.

რა ეავიკითხოთ ?

წავიკითხოთ სტივ ჯობსზე, უდიდეს ადამიანზე, რომელიც არის იუბილარი.
“სასაფლაოზე ყველაზე მდიდარ ადამიანად ყოფნა არ მსურს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაძინების წინ იმაზე ვფიქრობდე, რომ რაღაც მშვენიერი შევქმენი.”
“თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ გაფანტავთ მას სხვისი ცხოვრებით. ნუ შეგიპყრობთ დოგმა, რომელიც სხვა ხალხის აზრებით ცოცხლობს. ნუ მისცემთ უფლებას სხვების აზრების ხმაურს, გადაფაროს თქვენი შინაგანი ხმა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეთ გამბედაობა, რათა მიყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ საიდანღაც უკვე იციან, რა გინდათ, სინამდვილეში რომ იყოთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.”

სტივ ჯობსი

ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.💜🙏💜

12