9 votes
0 comments
1 shares
Save
სუს-ი საოკუპაციო ხაზზე ახალი მავთულხლართების გავლებას უარყოფს
362 views
Headline
Tbilisi · 4 months ago

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზზე ახალი მავთულხლართების გავლებას უარყოფს.

ერგნეთში საოკუპაციო ხაზის რამდენიმე მეტრით გადმოწევისა და მავთულხლართების გავლების შესახებ მთავარ არხთან აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული მავთულხლართები ერთი კვირის წინ არ იყო და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.

როგორც სუს-ში On.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული მწვანე ფერის ღობე უკანონოდ 2012 წელს აღიმართა და მავთულხლართები 2019 წელს დამონტაჟდა.

"ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს შეურიგებელი პოზიცია უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მიმართ. თითოეულ უკანონო ფაქტზე აქტიურდება ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია არის დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, როგორც IPRM-ზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე", — აცხადებენ უწყებაში.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #occupation


Headline
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
სოფელ ხურჩასთან რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს ადგილობრივების განცხადებით, ხდება ძველი ღობეების ახლით ჩანაცვლება და ბოძებზე ვიდეო-კამერების დამონტაჯება, რათა რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერონ. "გვესმის მძიმე ტექსნიკის ხმა, როგორც ხედავთ ძველი მავთუხლართები ახლით ჩაანაცვლეს, ასევე ბოძებზე დაამონტაჯეს ვიდეო-კამერები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასევე თხრიან დიდი ბარიერებს, თუმცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან, წყლის იქეთ რაც იყო ტერიტორიაზე, ანუ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავლებენ ახალ მავთუხლართებს,"-აცხადებენ ადგილობრივები. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. „აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში. #news#ოკუპირებული აფხაზეთი#რუსი სამხედროები# ე.წ ბორდერიზაცია#tbilisidaily#newsdaily#
Ia Tinikashvili
Tbilisi, Georgia · 2 days ago
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამყოფ ხაზთან მორიგი უკანონო დაკავების და ცეცხლსასროლი იარაღით დაკავებულის დაჭრის ფაქტზე გაავრცელა. ,,მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 33 წლის ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს, დაჭრილია. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული.#კასპი #ოკუპაცია #საოკუპაციოხაზი #დაკავება #სუსი#ახალიამბები
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი პირი გაიტაცა
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყების განცხადებით, ამოქმედებელია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ. #news
Ia Tinikashvili
Tbilisi, Georgia · 16 hours ago
ზაზა გახელაძე ამჟამად იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში - ირაკლი ანთაძე
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში - აღნიშნული განცხადება სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ზაზა გახელაძის ოჯახში სტუმრობისას გააკეთა. „დღეს ჩვენ გახლდით უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაზიარებულ იქნა ცხელი ხაზით. არსებული ინფორმაციის თანახმად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში. 11 ივლისის შემდეგ, ცხელი ხაზი გააქტიურდა 11-ჯერ, ხდება რეალურ დროში ინფორმაციის გაზიარება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო მეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის ფორმირების მიზნით, ამაზე მეტყველებს უკვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ასევე, აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტზე", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ზაზა გახელაძე 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.#ოკუპაცია #დაკავება #სუსი #შიდაქართლი #ახალიამბები
Headline
Tbilisi, Georgia · 4 months ago
"ბი-ბი-სის"რუსულენოვანმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგელბში წარმოდგენილი მოხენების საფუძველზე, რომელში განხილული და შეფასებული იყო ის რისკები, რაც დასავლურ დემოკრატიას უდგას დღეს. მისი ავტორია ალექსეი კალმიკოვი. გთავაზობთ სტატიის მცირედ შემოკლებულ ვერსიას: დასავლეთს პრობლემები აქვს - შიგნითაც და გარეთაც. მას სულს უხუთავს წინააღმდეგობები, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული თვით ლიბერალური დემოკრატიის იდეაც, რომლის ჰეგემონია საფრთხის ქვეშაა, მატულობს მისი მტრებისა და კონკურენტების რაოდენობაც მსოფლიოში. ესე იგი, რა გამოდის - დასავლეთი საბოლოო ჯამში მაინც ლპება და მალე მისი დასასრულის მოწმენი გავხდებით? - არც ისე სწრაფად, - ვარაუდობენ მოხსენების ავტორები, რომლებმაც მიუნხენის კონფერენციისათვის თანამედროვე დასავლური აზროვნების ჭრილი წარადგინეს. მათ ერთად შეკრიბეს მოწინავე მეცნიერების, კომენტატორებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამები დასავლური მოდელის კრიზისის შესახებ, მის მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე. აღიარეს რა, რომ ისტორიის დასასრული ჯერ არ დამდგრა და მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დროში ქვეშ არ გადასულა, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრობლემა სასიკვდილო ჯერჯერობით არ არის. დასავლეთს ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის ინსტრუმენტებიც აქვს და ფულიც. და თუ ის შინაგან განხეთქილებას გადალახავს, მაშინ, როგორც მოხსენების ავტორები ვარაუდობენ, "ლპობის ასეთი პროცესი შეიძლება კიდევ წარმატებით გაგრძელდეს როგორც მინიმუმი, ასი წლის განმავლობაში" "თუ დასავლეთის სახელმწიფოები მოახერხებენ მთელი თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების გაერთიანებას, მაშინ ისინი შეძლებენ ლიბერალური წესრიგის შენარჩუნებას და მას გააუმჯობესებენ კიდეც", - ნათქვამია მოხსენებაში. დასავლეთმა საკუთარი თავი ამჟამინდელ კრიზისში თვითონ შეიყვანა - იმიტომ, რომ უკანმოუხედავად ჩქარობდა ნათელი მომავლისაკენ და ადამიანებს რეფლექსიისათვის, საკუთარ "მე"-ზე ფიქრისთვის დროს აღარ უტოვებდა. დასავლეთს არ ესმოდა ან ყურადღებას არ აქცევდა იმ ადამიანების მორიდებულ, გაუბედავ ხმებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ და მათ პოზიციას რეაქციულად მიიჩნევდა. დღეს დასავლეთი შეჩერდა და დაფიქრდა. ამ ფიქრის შედეგები მიუნხენის მოხსენებაშია წარმოდგენილი, რომელიც თეზისების სახით მოკლედ ასე გამოიხატება: ა) პირველი შიდა პრობლემა დასავლეთისთვის - უთანხმოება "ღია" და "დახურული" მოდელების მომხრეთა შორის. ანუ იმათ შორის, ვინც უცხო ჩვევებისა და ემანსიპაციისაგან თავისი ცხოვრების ტრადიციულ ყაიდის დაცვას ითხოვს და იმათ შორის, ვინც საფრთხეს ხედავს არა გადაჭარბებულ თავისუფლებასა და ღიაობაში, არამედ მათ შელახვაში. ბ) მეორე პრობლემა - განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის საგარეო პოლიტიკაში: განსხვავებული მიდგომები რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ. გ) შინაგანი კრიზისის ძირითადი მიზეზები: კულტურული და ეკონომიკური. ელიტები შეუჩერებლივ მიერეკებოდნენ ხალხებს ნათელი მომავლისაკენ, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, "ზედმეტი მოუვიდათ, უკიდურესობაში გადავარდნენ". პოპულისტებმა კი ამით ისარგებლეს. დ) საგარეო პრობლემები საშინაოთია გამოწვეული. ომებით დაღლილ დასავლეთს კონფლიქტებში ჩარევა არ სიამოვნებს. ასეთი სიტუაცია მას უკან უბრუნდება მსოფლიოში გავლენის დაკარგვით, რაც, თავის მხრივ, ლტოლვილთა მოდინებით თვითონ დასავლეთის დესტაბილიზებას ახდენს, უპირველესად კი მთელი ევროპის დესტაბილიზებას. ე) მსოფლიო მრავალპოლარული გახდა, დასავლეთის ჰეგემონიას ბოლო მოეღო. ნატოს სამხედრო ძლიერება დიდი ხანია უკვე ის აღარ არის, რაც იყო. გაეროს უშიშროების საბჭო პარალიზებულია. დასავლეთის უპირობო ლიდერობა თავდაცვით ტექნოლოგიებში დაკარგულია. ვ) ადრე განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტებში დასავლეთი დომინირებდა და თავის იდეალებს წინ სწევდა, პროპაგანდას ეწეოდა, მაგრამ ახლა მისი გავლენა კლებულობს: ჩინეთი პარალელურ სტრუქტურებს ქმნის და სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს დღეს არსებულზე. ზ) როგორც ჩანს, დასავლეთს არაქათი გამოეცალა, დასუსტდა და გამოსავალიც არ ჩანს? მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა: ლიბერალური იდეები ძველებურად პოპულარულია, დასავლეთის ეკონომიკურ სიძლიერეს ვერავინ გაუტოლდება, ხოლო მთავარ კონკურენტებს - ჩინეთსა და რუსეთს - თავიანთი პრობლემებიც ბევრი აქვთ. თ) კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა დასავლეთის ქვეყნებმა თავისი რიგები შეამჭიდროვონ, მოაგვარონ შიდა კონფლიქტები, დაივიწყონ ჰეგემონია და ისწავლონ ახალ რეალობაში ცხოვრება: შეეგუონ თანაარსებობას და თანამშრომლობას არადემოკრატიულ კონკურენტებთან. იდეურად და ინსტიტუციურად დასავლეთი გარდაქმნებისადმი ისეთი შემგუებადია, რომ მას მსოფლიოში ამ მხრივ ვერცერთი სისტემა ვერ შეედრება. და აი, როგორ განმარტავენ და გვიხსნიან ამ თეზისებს მოხსენების შემდგენლები. უთანხმოება შიგნით დასავლეთში დღესდღეობით სულიერი დაქსაქსულობა სუფევს, რომელიც შიდა ანტილიბერალური და ნაციონალისტური ბანაკის განმტკიცების შედეგია. ნაციონალისტებისა და ანტილიბერალების მომხრეებისათვის დასავლეთი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებეით გაერთიანებული საზოგადოება კი არ არის, რომელიც ყველასათვის ღიაა, ვინც მის ფასეულობებს იზიარებს, არამედ მათთვის დასავლეთი ადამიანთა დახურული რასობრივი და რელიგიური საზოგადოებაა, რომელსაც გარეშე ძალები ემუქრებიან, რელიგიურად და კულტურულად უცხო ძალები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი ზნეობის ამ დონის თავისუფლებით, ქალთა ემანსიპაციით და ფართო იმიგრაციით თვითგანადგურებისაკენ მიდის. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია kvirispalitra.ge-ს მიერ. #news
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს, - ამის შესახებ "ფორმულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. "აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას", - აცხადებენ სუს-ში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიზაციაზე, ვისაუბრეთ იმ ხალხის ბედზე და პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს ოკუპაციის, საოკუპაციო ზოლისა და მავთულხლართების გამო. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი ვიზიტი, ასეთი რანგის სტუმრების ვიზიტი რეგიონში ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა მათ თავისი თვალით და თვითონვე შეაფასონ ის პრობლემები, გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს ოკუპირებული რეგიონებიდან“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა. მე ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
გახარია: რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. საპარლამენტო მოხსენება 4 ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა მუდმივი პროგრესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „არავის არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს. საბოლოო შედეგი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს 1, ზოგ შემთხვევაში კი 10 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ამისთვის მოვამზადოთ“,- თქვა მან. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. ამასთან, გახარია ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომელიც გადის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე. საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რადგან ის არის ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო: „ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი“. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებნი, არიან საქართველოს მოქალაქეები და გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ყველა სახელმწიფო სერვისი. ის ასევე ამბობს, რომ გალის და ერგნეთის შეხვედრები უპირობოდ უნდა აღდგეს და საერთაშორისო დონეზე გაგრძელდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერა. რაც შეეხება პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრემიერი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ორშაბათს დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ კი, ეს იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. მისი თქმით, ეს არის ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც შემდგომი განვითარება შეუძლებელია: „ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი“,- განაცხადა გახარიამ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, დებატებში მონაწილეობის მიზნით, პოლიტიკური ბოიკოტი დროებით შეწყვიტა. სხდომას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. ოპოზიცია პრემიერ გახარიას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მოხსენებაში არაფერი თქვა 20 ივნისის მოვლენების შესახებ. საუბარია მოვლენებზე, როცა გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პარლამენტთან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. დემონსტრანტებს შორის რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. „ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით, რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ ბრალი დასდო ხელისუფლებას და კერძოდ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - იმაში, რომ ისინი პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს დევნიან. „კომიკურია, თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუსი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუსს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია," - ამბობს ხოშტარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება "პარლამენტში შეჭრით" აღარ უნდა შეიცვალოს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიამ ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ასე უპასუხა: "20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როცა ამ ქვეყანაში ძალადობრივად პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა". პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური წყობა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალოს და არა ძალადობით და "პარლამენტში შეჭრით". #ახალი_ამბები#საქართველო#პოლიტიკა
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რუსთავში მოხალისე Ctopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მედიკამენტებით დაეხმარებიან
რუსთავში მოხალისე Ctopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან. მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მოხალისე- Ctopper-ები რუსთავის 10 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან და რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების მიხედვით მოემსახურებიან რუსთაველებს. მოხალისეთა მომსახურება მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, მხლოდ გაგზავნის და მოთხოვნილი პროდუქტის, თუ მედიკამენტის სახლში მიტანაში გამოიხატება. ,,ამ დროისთვის მოხალისედ 125 ადამიანია დარეგისტრირებული, რეგისტრაცია გრძელდება. დღეს ვასრულებთ კორპუსების სადარბაზოებში საინფორმაციო ბანერების გამოკვრას, სადაც მითითებული იქნება ყველა საკონტაქტო ინფორმაცია. პირველ რიგში, მოხალისეები დაეხმარებიან სოციალური სასადილოებით მოსარგებლე, ასევე ხანდაზმულ და განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტის და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას. ყველას, ვისაც აქვს ასეთი პრობლემა რუსთავში, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე და მოხალისეები მზად არიან გაეგზავნონ მათ მაღაზიასა თუ აფთიაქში“, - განაცხადა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა გეგი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე თქმით, ყველა იმ რუსთაველმა, რომელსაც ასეთი სახის მომსახურება ესაჭიროება, არის ხანდაზმული ან მიეკუთვნება დაავადების რისკის ჯგუფს, პირველ რიგში, უნდა დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (ტ. 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05;) და საკუთარი საჭიროების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქოლ ცენტრის ოპერატორს, რის შემდეგაც, ცხელი ხაზი ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს მოხალისეთა იმ ჯგუფს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე იქნება მიმაგრებული. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #coronavirus