სვანეთი

0
დღეს ჰაწვალის საბაგიროს ვესტუმრე და სვანეთის ეს ულამაზესი ხედები გადამეფინა თვალწინ. უშბამაც კი გადაიფერთხა ღრუბლები და დიდი პატივისცემით შემოგვეგება. გადავწყვიტე ჩემი მთელი ზაფხული საქართველოს მთებში გავატარო და იმ ადგილებს ვესტუმრო, რომლის ნახვაზეც დიდი ხანი ვოცნებობდი. თუკი თქვენც ყოველ ზაფხულს ჩემსავით ფიქრობდით, მაგრამ ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩვენი ქვეყნის საგანძურები, დროა რეალურად მოქმედებაზე გდახვიდეთ.ნახავთ, რომ ამდენი ხანი ტყუილად დაგიკარგავთ ❣️ ვიცი ძნელია დროის გამონახვა. სიმართლე გითხრათ, მეც შაბათ-კვირას ვამთხვევ ტურებს.2-3დღეში მაქსიმალურად ბევრი ადგილის სანახავად, მოლაშქრეთა კლუბებს ვუერთდები რაც ფინანსურადაც ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას. ძნელია სურათებით იმ ემოციების შეგრძნება, რასაც რეალობის შემხედვარე დაეუფლებით, თუმცა ვეცდები რამდენიმე მაინც გაგიზიაროთ. ბედნიერ ზაფხულს და ულამაზეს მოგონებებს გისურვებთ ☀️☀️😊😊❤️❤️
#საქართველო
#სვანეთი
#ბუნება
#ჰაწვალი
#მთა
#უშბა
#მოგზაურობა
#ზაფხული
#რჩევები
#ფოტოგრაფია
#ახალიამბები
0