მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია
813 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

პირბადეების დეფიციტი საქართველოსაც შეეხო. პრობლემის გადაჭრის მიზნით, ადგილობრივმა მწარმოებლებმა შეიძლება სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყონ.

რამდენიმე ორგანიზაციამ წარმოების სურვილი უკვე გამოთქვა, დამატებითი დეტალები კი, ჯერ განხილვის პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვისა და პერსონალისთვის აქვს და დამატებით შესყიდვასაც ახორციელებს.

რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ცდილობენ მარაგის შემოტანას. პირბადეების გარკვეულ რაოდენობას ამ კვირას შემოიტანენ.

გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა პანიკიშია და ერთჯერადად ბევრ პირბადეს ყიდულობს, დაარეგულირეს გაცემის მექანიზმი. ერთი პირი მხოლოდ რამდენიმე პირბადის შეძენას შეძლებს.

#საქართველო #პირბადეებისწარმოება #დეფიციტი #გლობალურიპრობლემა #კორონავირუსი #tbilisidaily


Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
15
Write a comment