საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

0
საქართველოს სკოლებში კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისა და მისი გავრცელების აღსაკვეთად ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისგან იღებს რეკომენდაციებს, დეზინფექციის პროცესი კი საქართველოს ყველა სკოლაში წარიმართება. როგორც დგებუაძე აღნიშნავს, სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარება კერძო სკოლებსაც დაევალება. „განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი, ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამარტო დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად, როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და ასევე განიავება, ” - განაცხადა დგებუაძემ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, რომელიც 16 მარტამდე გაგრძელდება.
#დეზინფექცია
#სკოლა
#განათლებისსამინისტრო
#ჯანდაცვისსამინისტრო
#tbilisidaily
0