ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები მოლაპარაკების პროცესში

0
მოლაპარაკების პროცესში ინიციატივა ყოველთვის იმ მხარეს ეკუთვნის, რომელიც ამისთვის ფსიქოლოგიურად უკეთ არის მომზადებული. ფსიქოლოგიურ ასპექტში მოლაპარაკების მთავარი ამოცანაა თანამოსაუბრის დარწმუნება, ჩვენი წინადადების მიღების იძულება(მაგრამ არა ძალდატანება), თანაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თავაზიანი ტონით, უტაქტო და უხეში მეთოდების გამოყენების გარეშე. თუმცა მოლაპარაკებების ზედმეტად სერიოზული მანერა ასევე ნაკლებწარმატებულია.
საქმიანი მოლაპარაკებების დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსასურველი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, თუ მოვახერხეთ რომ პარტნიორი მოლაპარაკების დაწყებამდე ჩვენს მიმართ დადებითად განვაწყეთ, ეს ხელს შეგვიწყობს მოლაპარაკების წარმატებულად დასრულებაში. სასურველია პარტნიორი ძალდაუტანებლად დავარწმუნოთ საკუთარი განსაკუთრებული მნიშვნელობის , ან იმ ორგანიზაციის კარგი ავტორიტეტის შესახებ რომელსაც ის წარმოადგენს გულწრფელად, ყოველგვარი იაფასიანი კომპლიმენტების გარეშე, რადგან ადამიანური არსებისთვის დამახასიათებელია სურვილი _ იყოს გამორჩეული და ღირსეულად დაფასდეს. მოლაპარაკების დროს ძალიან მნიშნელოვანია პარტნიორისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება, ეს წარმატებული მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ვილაპარაკოთ იმაზე, რაც აინტერესებს პარტნიორს, ან რაშიც ის უკეთ ერკვევა, სჯობს ისეთი კითხვები დავუსვათ რომლებზეც პასუხის გაცემა მისთვის საინტერესოც იქნება და სასიამოვნოც. მოლაპარაკებების პროცესში ასევე არსებითია დარჩეთ ასერტული, ანუ დაიცვათ საკუთარი პროზიცია სხვისი პოზიციასთან კონფრონტაციის გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოლაპარაკებას მიეცეს კამათს სახე, რადგან პრაქტიკულად 100 დან 99 შემთხვევაში კამათი წარუმატებლად მთავრდება, მისი თითოეული მონაწილე, სხვათაშორის უფრო მეტად ვიდრე მანამდე, საკუთარ პოზიციაზე რჩება. რომც მოხდეს ის 1 შემთვევა, ეს წარმატებაც კი ნაკლებეფექტური იქნება, რადგან ვერ მოვიპოვებთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობას. როდესაც პარტნიორი არასწორია, სჯობს ამის შესახებ გამოხედვით, ჟესტით ან ინტონაციით მსუბუქად მივანიშნოთ, რადგან თუ პირდაპირ, მკვახედ ვეტყვით სიმართლეს შესაძლებელია მეორე მხარის თავმოყვარეობა ან/და პირადი ღირსება შევულახოთ, რაც მასში როგორც მინიმუმ თავდაცვისა და საწინააღმდეგოს მტკიცების სურვილს გამოიწვევს, ხოლო მისი შეხედულებები, მოლაპარაკების საგანზე ასევე უცვლელი დარჩება.

3 რჩევა მოლაპარაკებების ფსიქოლოგიიდან:

1. არ ისაუბროთ ძალიან ხმამაღლა ან ხმადაბლა, სწრაფად ან ნელა. 2. ეცადეთ ყოველთვის გადაწყვეტილების მიმღებ პირთან მოახერხოთ შეხვედრა. 3. დაანახეთ რომ მოლაპარაკებების მხარეებს შორის ურთიერთგაგება და პატვისცემა ეჭვშეუვალია.
0