შემოსავლების სამსახური 357, 095 ლარად სამედიცინო აღჭურვილობას და ინვენტარს ყიდულობს

0
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე სახმელეთო საზღვრებზე მონიტორინგის ღონისძიებების გასაძლიერებლად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობასა და ინვენტარს ყიდულობს. უწყება შესყიდვების სამსახურისგან 357, 095 ლარის შესყიდვაზე ითხოვს თანხმობის მიღებას. "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემხთვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულების და აღნიშნული განკარგულების შესაბამისად "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევებზე რეაგირების ოპერატიული გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N56 ბრძანების შესაბამისად, სსიპ - შემოსავლების სამსახურს დაევალა, სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლო მოკლე ვადაში უზრუნველყოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრება შემოსასვლელი პუნქტებიდან კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება, " - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალი: სამედიცინო სახარჯი მასალები სამედიცინო დოლბანდები ვიდეოთვალთვალის კამერები სამედიცინო ტანსაცმელი სამედიცინო ხსნარები ბოთლები. ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
0