კარვები კორონავირუსის პრევენციისთვის

0
საქართველოს საზღვრის გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში სპეციალური საველე კარვები დამონტაჟდა. დღეიდან ასეთ კარვებში კორონვირუსის ე.წ მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს მოათავსებენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ნახრვრად თერმულ კარვებში კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ პირებს თერმოსკრინგისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ განათავსებენ. მგზავრებს სამედიცინო პერსონალი 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს. გადაწყვეტილება სპეციალური კარვების სასაზღვრო-გამშვებ პუნქებზე დამონტაჟების შესახებ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
#news
#politics
0