სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება
731 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები ,,ნარჩენების მართვის კოდექსში” შედის.

ახალი ნორმების თანახმად, ერთ მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, 200 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, 500 ლარის ნაცვლად.

პროექტში ნათქვამია, რომ თუ ამ სახის ნარჩენების რაოდენობა ერთ მეტრ კუბს უტოლდება ან აღემატება 10 მეტრ კუბს, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით, 500 ლარის ნაცვლად, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა, 1500 ლარის ნაცვლად, 3000 ლარს შეადგენს.

ცვლილებებით, 10 მეტრი კუბიდან 50 მეტრ კუბამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.

#სამშენებლონარჩენები #გარემოსდაბინძურება #გაზრდილიჯარიმები #გარემოსდასაცავად #tbilisidaily


Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
15
Write a comment