თბილისის მერია ყვითელ ავტობუსებს რეგიონებს გადასცემს

0
თბილისის მერია ჩამოწერილ ყვითელ ავტობუსებს რეგიონებში აგზავნის. მერიამ 5 ავტობუსი უკვე გადასცა საჩუქრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, საიდანაც 4 სოფლების მიმართულებით ივლის და მოსახლეობას ფასდაკლებით მოემსახურება. რაც შეეხება მეხუთეს, ის გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება. ავტობუსების გადაცემის მოთხოვნით მერიას 10-მა მუნიციპალიტეტმა მიმართა. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებს პასუხი მას შემდეგ ეცნობებათ, რაც თბილისში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დასრულდება.
#მერიისსაჩუქარი
#ყვითელიავტობუსი
#რეგიონები
#ოზურგეთი
#tbilisidaily
0