“ქართლის დედა”- ეროვნული თუ საბჭოთა სიმბოლოს მატარებელი?

0
“ქართლის დედა”, რომელიც სოლოლაკის ქედზეა აღმართული და მთელს ქალაქს გადმოჰყურებს ეროვნული ხასიათის სიმბოლოს მატარებელია. მონუმენტი პირველად 1958 წელს აღმართეს, ქალაქის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირიებით. მოგვიანებით, 1997 წელს ძველი ქანდაკება ახლით ჩაანაცვლეს. დღეს “ქართლის დედას” მიიჩნევენ, როგორც მებრძოლი დედის, ქალის სიმბოლოს. ის, ერთგვარად ქართული კულტურის გამომხატველი გახდა. ერთ ხელში ხმალი და მეორეში კი ფიალა უჭირავს. მტერს ხმალით ეგებება, მოყვარეს ლოცვით. თუმცა, საინტერესოა “მებრძოლი ქალის” ისტორია და წარმომავლობა. როგორც აღმოჩნდა მსგავსი მონუმენტები პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებშიდაცაა აღმართული და მფარველი “დედა” მარტო საქართველოს არ ჰყავს. მონუმენტები, ერთგვარად საბჭოთა ნაციონალიზმის გამოხატულება იყო. ყველა მათგანს ხელში რაიმე სახის იარაღი უჭირავს და მებრძოლი, შეუპოვარი ქალის, დედის სიმბოლოდ იქცა. მაგალითად, კიევში მდგარი “სამშობლოს დედა”, რომელსაც ხელში ფარი და ხმალი უჭირავს, მე-2 მსოფლიო ომის მემორიალის ნაწილს წარმოადგენს. სოციალისტური რეალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა “სომხეთის დედაც”, რომელსაც შვილების დასაცავად ხელში ხმალი აქვს მომარჯვებული. ვოლგოგრადში აღმართული ქალის სიმბოლო სახელწოდებით “დედა სამშობლო გიხმობს” მე-2 მსოფლიო ომის მემეორიალის ნაწილია. საბჭოთა “დედების” სერია გრძელდება. მსგავსი მონუმეტი ალბანეთშიც მოიპოვება, რომელიც საბჭოთა “ქალის” გამოხატულებაა. მას საკმაოდ მკაცრი, ცივი გამომეტყველება აქვს და მასში “ქალურობას” ვერ ამოიკითხავთ. შეიძლება ითქვას, რომ სინამვილეშიც ქალის შინაგანი განწყობა, ემოცია მათ მონუმენტს დაამსგავსეს. დროთა განმავლობაში საბჭოთა ნაციონალურმა “დედებმა” ფერი იცვალეს და ეროვნული კულტურის სიმბოლოებად იქცნენ.
#ქართლისდედა
#საბჭოთასიმბოლოები
#საბჭოთადედები
#რუსეთი
#ალბანეთი
#სომხეთი
#უკრაინა
#ეროვნულისიმბოლო
#tbilisidaily
0