კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზეც Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი და ამერიკული კომპანია BlackSky-ს ორი აპარატი იყო განთავსებული.
კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზეც Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი და ამერიკული კომპანია BlackSky-ს ორი აპარატი იყო განთავსებული.
გაშვების შემდეგ რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში, პლატფორმაზე Of Course I Still Love You („რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ“) დასვეს. თანამგზავრების ახალი ჯგუფი სპეციალური მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც აპარატების სიკაშკაშეს ამცირებს. შესაბამისად სატელიტები ასტრონომებს მუშაობაში ხელს არ შეუშლის.
სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. კომპანიის საბოლოო მიზანი ორბიტაზე 12 ათასი აპარატის გაგზავნაა.
წყარო: Imedi news
#ბიზნესი
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#ასტროლოგია