კორონავირუსის გამო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადადო

0
კორონავირუსის გამო თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრმა მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადადო. ამის შესახებ ინფორმაცია თეატრმა Facebook გვერდზე გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ განახლებულ განრიგს ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება. ნაყიდი ბილეთებით სარგებლობა მაყურებელს გადატანილ სპექტაკლებზე შეეძლება. სურვილის შემთხვევაში ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას თეატრი აანაზღაურებს, ონლაინ ნაყიდ ბილეთებს კი TKT.ge. სპექტაკლები 16 მარტამდე გადაიდო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნისა და ილიაუნის თეატრებში. მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს თავისუფალი თეატრი. პირველ მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეწყდება. ამ ხნის განმავლობაში კი შენობებში დეზინფექცია ჩატარდება. საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს. პირველ მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეწყდება. ამ ხნის განმავლობაში კი შენობებში დეზინფექცია ჩატარდება. ამასთანავე დეზინფექცია ჩაუტარდა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამავე თემაზე: როგორ ავირიდოთ COVID-19-ის გავრცელება სამუშაო სივრცეში — WHO-ს რეკომენდაციები დამსაქმებლებს გამყრელიძის თქმით, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, კარანტინში გადაიყვანენ გამყრელიძე: ვთხოვ საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებს, საზღვარზე სიმპტომებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებული on.ge-ს მიერ. #news #art
#coronavirus
0