რა ცვლილებები შედის შრომის კოდექსში წინასახელშეკრულებო ურთიერთობაზე?

0
📋 დამსაქმებელი უფლებამოსილი ხდება მოიპოვოს კანდიტის შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან; 🗣 კანდიდატი ვალდებული ხდება დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში; ❗ დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პირისთვის; 📧 დამსაქმებელი ვალდებული ხდება წინასწარ მოგაწოდოთ ინფორმაცია: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომის ხელშეკრულების ფორმის და ვადის შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) თქვენი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) ანაზღაურების შესახებ; 👩‍⚖ წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად ჩაითვლება მხარეთა მიერ შრომის ხელსეკრულების დადების ან დასაქმებაზე უარის ინფორმირებით.
#შრომისკოდექსისრეფორმა
#შრომისკოდექსი
#პროფკავშირები
0