რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, იანდექს ტაქსის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებს აწვდის.
კომპანიის წარმომადგენელი, ამას მომხმარებელებზე ზრუნვით განმარტავს. მაგრამ რუსული გამოცემა "როსკომსვაბოდას" ინფორმაციით, იანდექს ტაქსი რეესტრში, ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში შეყვანილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს.
თუმცა, მათი კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით მათი ქმედება კანონიერია.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რაც ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ "მედუზას" ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო.
შეგახსენებთ, რომ რუსული ტაქსის კომპანია ინდექსი, საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. თბილისში მის გამოჩენას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა და უარს ამბობდნენ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული კომპანიის მომსახურებაზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგა და მომხმარებლებს დაბალი ფასებით მომსახურება შესთავაზა. ამით შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება.
კომპანია, საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებას დღემდე აგრძელებს.
საინტერესოა, დადასტურებული ფაქტის შემდეგ, კვლავ მისცემენ თუ არა იანდექს ტაქსს მუშაობის გაგრძელების საშუალებას?!
#საქართველო
#რუსეთი
#რუსულიტაქსისკომპანია
#იანდექსი
#ტაქსი
#ინფორმაციისგაცემა
#tbilisidaily