ქალები პოლიციაში

0
ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტოროში რიგით მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. ღონისძიება ოთხი დღე გაგრძელდება. კონფერენცია მიზნად ქალი პოლიციელების როლის წარმოჩენასა და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს. პროექტის ფარგლებში, შსს-ს განცხადებით, ქალი სამართალდამცავები პოლიციელთათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გააუმჯობესებენ. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან საპოლიციო უწყებებში ქალთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. კონფერენცია შსს-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.
#politics
#news
0