WHO კორონავირუსის პრევენცის კუთხით ამირან გამყრელიძეს მაღალ შეფასებას აძლევს

0
დანიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე ესწრებოდა. განხილვის ერთ-ერთ ერთი თემა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება იყო. ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა შეხვედრა რეგიონალური ოფისისა და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორებთან გამართა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას კორონავირუსის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებებისთვის. განსაკუთრებულად აღნიშნეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წვლილი აღნიშნულ პროცესში. შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით მისი თაოსნობით სხვადასხვა ღონისძიება გატარდა. გამყრელიძე საზოგადოებას მუდმივად აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ დაიცვან თავი ინფიცირებისგან და რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოსა თუ მსოფლიოში.
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#პრევენცია
#WHO
#tbilisidaily
0