რუსეთის ინტერვენცია საქართველოში (აგვისტოს ომის კონტექსტში)

0
2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს წარმოადგენს. კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში ქართულ სამხედროებსა და რუსი სამხედროებით ზურგამაგრებულ ოს სეპარატისტებს შორის დაიწყო, რამაც რუსეთის საქართველოში ინტერვენცია გამოიწვია. საომარი ვითარება ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდა. ომის შედეგად, ქართული სამხედროები გამოვიდნენ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. 2008 წლის სექტემბერში, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და იქ სამხედრო ბაზები განათავსა. წინამდებარე ნაშრომი იკვლევს – , , რუსეთის ინტერვენციის ძირითადი მიზეზებს საქართველოში 2008 წელს“, რომლის მიხედვითაც, შევეცდებით, გავაანალიზოთ ყველა ის მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში გამოიწვია. ნაშრომის მიზანია, პირველ ნაწილში, წარმოჩინდეს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ (საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე) რა მნიშვნელობა და როლი ითამაშა რუსეთის საქართველოში ინტერვენციაზე, რითაც შევეცდებით, პასუხი გავცეთ, რატომ დაიწყო ომი, მაინც და მაინც, 2008 წლის აგვისტოში. ნაშრომის მეორე ნაწილში, რუსეთის საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ინტერვენცია გვსურს, პოლიტიკური ნეორეალიზმის თეორიული ჩარჩოს ჭრილში გავაანალიზოთ, რითაც შევეცდებით, რომ რუსეთის ფედერაციის 2008 წლის ინტერვენციის ძირითადი მოტივები ავხსნათ. ვრცლად: http://bit.ly/2VVeCFo
0