ამერიკელი რეპერის, ემინემის სიმღერის გამოწვევაში 16 წლის შემსრულებელმა, ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. გამოწვევა ემინემის ათასობით ფანმა მიიღო, თუმცა „საუთფაუერმა“ გამარჯვებულად სწორედ ნინი ჩილაჩავა დაასახელა და აღნიშნა, რომ მის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ 100 000-ზე მეტი ნახვა აქვს.
ემინემმა გამოწვევა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მას სურდა, რომ მის თაყვანისმცემლებს ისევე სწრაფად წაეკითხათ სიმღერის ტექსტი, როგორც ის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერა , , Godzilla”-ში კითხულობს. ნინიმ ემინემის რეკორდი დაამყარა და 30 წამში 229 სიტყვა , , გარეპა".
#ემინემი
#რეპი
#გამოწვევა
#ნინიჩილაჩავა
#tbilisidailyy