თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს

0
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს სწავლას დაუფინანსებს. სოციალური დახმარება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ სტუდენტების აკადემიური მოსწრების მიხედვით გაიცემა. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. ამ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა დედაქალაქის მერიის მხრიდან.“ - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება უკვე დაიწყო.
#მერია
#კახიკალაძე
#განათლება
#დაფინანსება
#tbilisidaily
0