კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

0
თბილისის მერიამ კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მერიას 2.5 მილიონი ლარი დაუჯდა. „კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
#კუსტბა
#მერია
#გზისრეაბილიტაცია
#კახაკალაძე
#tbilisidaily
0