საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე, გამოქვეყნდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ვებგვერდის მთავარი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, ყველა საჭირო და ახალი ინფორმაციის განთავსება.
ვებგვერდის საშუალებით მოსახლეობა შეძლებს უფრო სწრაფად და მარტივად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
#საქართველოსმთავრობა
#ვებგვერდი
#კორონავირუსი
#tbilisidaily