კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირების გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ

0
კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კარანტინში მყოფ დასაქმებულებს სამინისტრო მისცემს ცნობას, რომელიც საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცლის ტოლფასი იქნება. , , ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური", — თქვა ეკატერინე ადამიამ. ცნობის ასაღებად ადამიანებს შეუძლიათ სამინისტროს ელფოსტის მეშვეობით მიმართონ — info@moh.gov.ge.
#კორონავირუსი
#ჯანდაცვისსამინისტრო
#ცნობა
#კარანტინი
#tbilisidaily
0